საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლები მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს ისინი უკვე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
მათ ეჭირათ პლაკატი წარწერით: “არ არის პოლიცია, არ არის მშვიდობა”, მეორე პლაკატზე კი გრაფიკული სახით იყო წარმოდგენილი სხეულის დაზიანებები, რომლებიც პოლიციელებმა დამნაშავეების მიერ თავდასხმის შედეგად მიიღეს. პლაკატს თან ახლდა წარწერა: – “ვინ ვის კლავს?”. მათი ნაწილი შსს-ს მინისტრის გადადგომასაც ითხოვდა, რადგან მათი თქმით მინისტრმა მხარი აუბა “მსოფლიო ფსიქოზს მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ”.
“შეიძლება ამერიკაში პოლიციელები ძალადობენ, მაგრამ საფრანგეთი ამერიკა არაა და არც ჩვენ ვართ ამერიკელი პოლიციელები. პოლიცია არ არის პასუხისმგებელი საზოგადოებაში არსებულ ბოროტებაზე. პოლიცია არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, მაგრამ ის არც კანონზე დაბლა არ უნდა იყოს,” – განუცხადეს მიტინგის ორგანიზატორებმა “რადიო ფრანს ინფოს”.
კომენტარები