• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფარი: TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობისთვის კაცს პატიმრობა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
11:58 01-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ორგანიზაცია საფარის ცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილი ქმედების ბრალდებით პედოფილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საფარის განცხადება:

“საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო, TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ინტიმური შინაარსის მასალას, აიძულებდა ბავშვს მისთვისაც იმავე სახის მასალის გამოგზავნას და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და დღეს, 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა.

საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ამ კონკრეტულზე დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი.

15 იანვარს პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved