• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფარი: CRC-მა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე ბრძანების აღსრულება შეაჩერა

ალია ავტორი - ალია
12:18 07-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ორგანიზაცია საფარის განცხადებით, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროების და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის.

მათი თქმით, ამით შეჩერდა 13 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების აღსრულება.

“ერთადერთი შემთხვევა, როდესაც CRC-მ გამოიყენა დროებითი ღონისძიება საქართველოში, იყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების საქმე.

მომხდარი ფაქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ქმნის სამართლებრივ პრეცედენტს: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის სწრაფი რეაგირება გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შესაჩერებლად და, ამავდროულად, ხდება თვალსაჩინო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე თვალს არ ხუჭავს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 17 ივნისს, ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით, დაიწყო ანტიკონსტიტუციური პროცესების განხორციელება: ჩვენგან, უფლებადამცველი ორგანიზაციისგან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვეს ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე არსებული სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის – მათ შორის სახელების, პირადი ნომრების, ფოტოების, საბანკო და სამედიცინო მონაცემების – გადაცემა.

ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ საფარი არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს და მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას უკანონო ბრძანებების შესაჩერებლად”, – ნათქვამია საფარის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved