• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საპენსიო დანაზოგებმა შესაძლოა, საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“ – ეკონომიკის ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
12:27 05-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

„შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ამასთანავე, ცომაიამ ისაუბრა ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები კრედიტების სახით შესაძლოა, გაიცეს სხვადასხვა პროექტზე. მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ 5 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„თუ თეორიულ კონტექსტში განვიხილავთ, საპენსიო სააგენტოს არსებული სისტემის პირობებში ადამიანების დანაზოგები 100%-ით დაცული არ არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები და გარდა ამისა, თავად მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ შეარჩიონ რისკიანი ან ურისკო პორტფელი, გარდა ამისა, ზედამხედველობა უფრო დივერსიფიცირებული იყო. ასევე საკმაოდ შეზღუდული იყო ის არეალი, სადაც შეეძლო საპენსიო სააგენტოს განეხორციელებინა ინვესტიციები. ეს არეალი და შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა.

ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ინსტიტუცია, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, თქვას უარი თავისი ვალდებულებების გადახდაზე. შესაძლოა, დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს და მსგავსი შემთხვევები მომხდარა მაგალითად პოლონეთში, სადაც საპენსიო ფონდის სახსრები იქნა გამოყენებული აბსოლუტურად უმიზნოდ. საქართველოს მოქალაქეებს არ ჰკითხეს, უნდათ თუ არა თავისი დანაზოგები შეეტანათ საპენსიო სააგენტოში, მათ უბრალოდ ეს დანაზოგები აიღეს და შექმნეს და ამით დააგროვეს 5 მილიარდი ლარი. შესაბამისად, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარე თქვან, რომ ეს თანხა დაიხარჯა.

„რუსულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი ილესავს კბილებს ამ 5 მილიარდ ლარზე და ის სხვადასხვა შენიღბული მიზნებისთვის, რომ ვითომ სადღაც რაღაც აშენდება, ეს ფონდი არის მათთვის, რომ შეძლონ ეს ფული გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.

მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved