• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება – “ვრცელდება მცდარი ინფორმაცია”

ალია ავტორი - ალია
14:28 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა covid 19 ვირუსი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს.

მამა კახაბერმა ჩვენთან საუბრისას ბრძანა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა ახალი კორონავირუსი დაახლოებით 1-ელ მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღდველმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ამჟამად covid 19 ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს.

ამასთან, მამა კახაბერის თქმით, არანაირი საბაბი იმისა, რომ ინფექციის გადადების წყაროდ ზიარება და ღვთისმსახურება ვივარაუდოთ, არ არსებობს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში ღიაა ყველა დაწესებულება, სავაჭო ცენტრი და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი, რაც ზრდის ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას.

1-ელ მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა.

ვირუსის გავცრელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს.

ამას გარდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც covid 19 აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია.

თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved