საქართველოს საპატრიაქოს აქვს მდგრადი პოზიცია, რომელიც მრევლის ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის მიმართული. საპატრიარქო ყველა განცხადებას ხორცისა და სულის საზიანოდ კეთებს”,- ამის შესახებ “2020NEWS”-თან მამა ანდრია სარიამ განაცხადა.
“სახელმწიფო ხალხს მოუწოდებს, დარჩით სახლში. საპატრიაქო კი პირიქით, მრევლს ეუბნება, რომ მოდით ტაძარში. საპატრიარქო არა მრევლის დასახმარებლად, არამედ მათ გასაწირად არის მიმარული. ეს ეპიდემია თუ იფეთქებს, ადამიანის ჯანმრთელობას ვინ აღუდგენს?! ეს იქნება უდიდესი დანაკლისი. ჩვენ ადამიანებს უნდა გვეყოს ხედვა, რომ საპატრიარქოს ყველა განცხადებას არ მოვუსმინოთ. იმ შეთხვევაში, თუ მრევლი დასნებოვნდა, მათი ფსიქიკა მოიშლება და დაირღვევა, რაც არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა მამა ანდრიამ.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს საპატრიარქო პოზიციას არ ცვლის და მრევლს პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი სახის შეზღუდვებს არ უწესებს. საბერძნეთის, რუსეთის, კონსტანტინებოლისა და სხვა ქვეყნის ეკლესიებმა კი მორწმუნეთა დასაცავად, ღვთისმსახურებები აკრძალეს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
კომენტარები