კიდევ ვიტყვით, თუ გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე ამის გამო, გადაიქცა ბიზნეს კორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„საერთოდ საპატრიარქო, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვით, თუ გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე ამის გამო, გადაიქცა ბიზნეს კორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთელი რიგი მეუფეები ხომ ხედავთ რისი გამკეთებლები არიან და რა ძალადობის წამქეზებლები არიან და როგორ დაკარგეს კავშირი ღმერთთან, სიყვარულთან… ამყველაფერს მოჰყვა ლექსოს სიკვდილი და ეს უბედურება,“ – ამბობს „ფორმულას“ ეთერში შალვა ნათელაშვილი.
კომენტარები