• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქო 5 ივლისს რუსთაველზე გამოსვლისკენ ბავშვებს მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
14:57 07-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს საპატრიარქო ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ 5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა,ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მიმდინარეობს ძალადობა იმ მშობლებზე, რომლებიც შვილებს ეროვნული, ზნეობრივი და რელიგიური წესებით ზრდიან. 

“ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა.. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტსა და ელჩებს მიმართავს, რათა დაცული იყოს ბავშვის უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, ბავშვთა უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი.

“მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ.-ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved