• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქო: 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე – ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით

ალია ავტორი - ალია
14:00 05-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას და ფოტო მასალას ავრცელებს.

17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.

წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი.

პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა. ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბ-ნმა შალვა პაპუაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა ბ-ნი კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved