საპატიმრო ომარ ოკრიბელაშვილმაც დატოვა. მას და საბა მეფარიშვილს აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით ციხეში 1 წლისა და 6 თვის გატარება მოუხდათ.
ოკრიბელაშვილმა თქვა, რომ მისი განაჩენი უსამართლო იყო ისევე, როგორც სინდისის პატიმრების სხვა განაჩენი.
,,ჩემი მხარდაჭერა სინდისის ყველა პატიმარს. ყველას ვუსურვებ, მალე გამოვიდნენ ციხიდან. არავის ვუსურვებ არასამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლებას. ვამაყობ, რომ ხალხის გვერდით ვიდექი”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება ჰქონდათ გაფორმებული.
მათ სასჯელის მოსახდელად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ, საიდანაც 1 წელი და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 1 წელი პირობითად ჩაეთვალათ.














კომენტარები