• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას გარდა ერთადერთი შემთხვევისა“ – რა ცვლილებებია ომბუდსმენის არჩევის წესში

ალია ავტორი - ალია
18:31 08-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285

ომბუდსმენის არჩევის წესზე “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ხედვა წარადგინა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მთლიანად ოპოზიცურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს მიანდობს გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას

“საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველი კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი კანდიდატის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

ეს საკითხი შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და შეგვიძლია წინასწარ გითხრათ შეფასების წესი. პირველი – ზოგადად ნებისმიერ პირს შეეძლება შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველი კანდიდატობაზე. მეორე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველის მინიმუმ 7 კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიცურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციის მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებდა დაერეგისტრირებინა ცვლილება სახალხო დამცველის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უკვე დაარეგისტრირა “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა და მდინარაძის განცხადებით, ქართული ოცნება აპირებს რომ ამ ცვლილებას მხარი დაუჭიროს.

„რუსთავი 2“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved