• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:08 11-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

საოკუპაციო რეჟიმი “ქართულ ოცნებას” ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ოფიციალურად სთხოვს. საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ მას შემდეგ დააყენა, რაც ივანიშვილის პარტიამ ამ საქმეზე ბრალდება ექსპრემიერს წარუდგინა.

ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მქანიზმის ფარგლებში შეხვედრა იწყება, სადაც დე ფაქტო რეჟიმი ქართულ მხარესთან ამ საკითხს დააყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ცხინვალი ე.წ. ხელისუფლება ადასტურებს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

სუსის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების საკითხი დე ფაქტოს ცხინვალს არაერთხელ დაუყენებია, თუმცა ქართული მხარის პოზიცია არის უცვლელი. მისი თქმით, საგუშაგო დგას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისად, მისი გაუქმების ან აღების საკითხი სუსის დღის წესრიგში არ დგას.

ამასთან, სუსის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ასევე უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

მათავარ განსახილველ საკითხს ამ შეხვედრაზე წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებულ უკანონო ბორედირიზაციის ფაქტებზე და ასევე ყველა იმ მნიშნელოვან ინციდენტზე, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში.

უკანონო ბორდერიზაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთგიზ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პოლიციის სტაციონარულ საგუშაგოსთან დაკავშირებით. ეს პოზიცია უცვლელია. აღნიშნული სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციოა აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად, შეიძლება, ეს პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, – ამბობს ირაკლი ანთაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved