• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქციებიც ხომ დაძველდა?! ვერავის აშინებენ ამ სანქციებით – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:45 07-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ჩვენ არავის ვერჩით – როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკას?! უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება ამ საგიჟეთში, რაც ხდება მსოფლიოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება „თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან და ევროკავშირისგან“.

„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ებრძოდეს ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ხომ ნონსენსია, წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან, თუნდაც ევროკავშირისგან. პასუხი მაქვს, რატომ ხდება ეს ყველაფერი.

ბრიტანეთს დღემდე არ წარმოუდგენია, ვის და რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. გამოაქვეყნონ. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გაასაჯაროო და აჩვენო ყველას, ვის აფინანსებდი. მაგრამ პრობლემა იცით რა არის?! ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა – რევოლუციის მოწყობის მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი. უნდათ, რომ დაემხოთ, ჩამოეგდოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, მაგრამ არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს,“ – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ელის თუ არა სანქციებს, კალაძემ უპასუხა, რომ სანქციებით ვერავის აშინებენ.

„სანქციებიც ხომ დაძველდა?! ვერავის აშინებენ ამ სანქციებით,“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved