უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციას არაერთი სანქცია დაუწესა, მათ შორისაა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ავიახაზებისა და თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.
აღნიშნული სანქციის გვერდის ავლის მიზნით, რუსი მოქალაქეები აქტიურად იყენებენ სერბეთის ავიახაზებს. The Guardian-ის ინფორმაციით, გასულ ორ კვირაში მოსკოვი-ბელგრადის მიმართულებით Air Serbia-ს ფრენების რაოდენობა გაორმაგდა, ბილეთებზე მოთხოვნა კი მკვეთრად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თავად სახელმწიფოს კი რუსეთისთვის საჰაერო სივრცე არ ჩაუკეტავს, შესაბამისად, რუს მოქალაქეებს ევროპაში მოხვედრა სერბეთის გავლით უპრობლემოდ შეუძლიათ.
რუსეთიდან ბელგრადის აეროპორტში ჩასული მოქალაქეები ძირითადად შვეიცარიის, კვიპროსის, საფრანგეთისა და იტალიის მიმართულებით მიფრინავენ.














კომენტარები