• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქციები ნიშნავს, რომ აშშ-ს გაუჭირდება საქართველოსთვის დახმარების გაწევა – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:50 06-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,003

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე, ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის, რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირება იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუჭირდება საქართველოსთვის იმ დახმარების გაწევა, რომელსაც ის იმსახურებს.

„გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია უფრო მტკიცე მოკავშირე, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ევრო-ატლანტიკური მომავლის დაცვის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, გასული 30 წლის განმავლობაში რუსეთი, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ძალიან აქტიურად ცდილობდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებას. აი, დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად, ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არა თუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვინც უკვე შემოსულია, იფიქრებს, როგორ სწრაფად უნდა დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთს შორის რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე- არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე, რომელიც მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved