• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანქციები არის ბერკეტი, რომლის გამოყენებაც “ოცნების” წინააღმდეგ მალე დაიწყება” – აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე

ალია ავტორი - ალია
13:46 11-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობის შემდეგ, პარტნიორების მხრიდან სანქციების გამოყენებაზე საუბარი მოსალოდნელი იყო.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შეთანხმებულია, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინსვლის საშუალება არ აქვს.

“მოსალოდნელი იყოს მსგავსი ნაბიჯები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან უფრო და უფრო მძიმდებოდა ვითარება ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით, უფრო და უფრო ანტისახელმწიფოებრივად იქცევა “ქართული ოცნება”. ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ და ის ძალადობის ფაქტები, რომლებიც განხორციელდა პრეზიდენტ სააკაშვილზე, ბუნებრივია, რომ გამოიწვევდა ძალიან მკაცრ შეფასებას.

ლოგიკური გაგრძელებაა. სანქციების საკითხი არის ის ბერკეტი, რომლის გამოყენებაც დაიწყება ძალიან მალე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ყველა შეთანხმებულია, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ აქვს წინსვლის და წარმატების საშუალება”, – თქვა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, 23 ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც ევროპარლამენტარები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved