სანატორიუმ “ქართლის’ დევნილები გარდაცვლილ დევნილს, 52 წლის ზურაბ ქირიას ემშვიდობებიან, რომელმაც ხელისუფლების გულგრილობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე მცხოვრებმა დევნილებმა სიმბოლურად კორპუსზე შავი ლენტი გადმოფინეს, წარწერით – “იქნებ თქვენ მაინც “გეშველოთ”.
დაკრძალვაზე დასასწრებად საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა შეძლეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა.
1 კვირის განმავლობაში დევნილებთან შეხვედრა ხელისუფლებიდან არავის უცდია, თუმცა დღეს დაკრძალვაზე მივიდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე. მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას მომხდარ ტრაგედიაზე არ გრძნობს.
ტრაგიკული შემთხვევა 16 იანვარს მოხდა, როდესაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, დევნილების მოთხოვნა ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა.














კომენტარები