• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სანამ თქვენ არ დაიშლებით, ქვეყანა ვერ დამშვიდდება“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
21:17 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

სამხედრო ექსპერტი ამირამ სალუქვაძე:

„მიმდინარე საკითხებზე
1. ქალბატონ პრეზიდენტს არც კი ვიცი რა ვუპასუხო. როცა უცხოურ პრესას, საზღვარგარეთის ვიზიტებს იყენებს მმართველი პარტიის კრიტიკისთვის, ესაა ზუსტად ინსტიტუტების დაზიანება. ბევრჯერ მოვუწოდეთ ყველამ, კონატიტუცია უკეთ წაიკითხოს და დაიცვას, ნუ შეეცდება საბნის გადაქაჩვას, მაგრამ არ ესმის. მთავრობასთან ოპოზიციაში ყოფნა და ოპოზიციონერობა ჰგონია მისი ფუნქცია.
სააკაშვილთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები არის ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. ამბობს, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდესო. შემდეგ ეს სიტყვები რადიო თავისუფლებას სათაურში გამოაქვს. დანარჩენი დეტალები ვის აინტერესებს? მთავარი სათაურია: “არ მინდა მოკვდეს”.
შეიძლება არც ფიქრობს, რომ დაარღვიოს სიტყვა, დაიკიდოს მართლმსაჯულება, ხალხის განწყობები და შეიწყალოს, მაგრამ ფაქტია ის, რომ განზრახ ცდილობს დააზიანოს ქვეყნის პრესტიჟი. როცა საუბარია, რომ “არ მინდა მოკვდესო”, იქმნება აზრი, რომ კვდება. იქნებ ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგერკვიათ? როგორ შეიძლება მსჯელობა, თუ მდგომარეობა არ იცით?
2. მარიამ ჯიშკარიანმა მორიგი დასკვნა გამოაცხო სააკაშვილთან მიმართებაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალბ. ჯიშკარიანის ერთ სწორ დასკვნას იხსენებთ? არ ჩამოვთვლი იმ ტრაგედიებს. სააკაშვილთან მიმართებაშიც წელიწადია ერთსა და იმავეს იმეორებს.
3. ვუსმინე ნაცმოძრაობის და ე.წ. აღმაშენებლის დეპუტატებს გვარამიასთან დაკავშირებით. სიტყვა სიტყვით ერთი და იგივე თქვეს, ალბათ ერთი წერს: “გვარამიას შეწყალება შანსია კანდიდატის სტატუსის მისაღებად”.
ჯერ მასეთი კანდიდატობის დიმპიტაურტაური, თუ გვარამიათი წყდება. იქნებ ჯერ სტრასბურგში დაგემტკიცებინათ, გაძარცვა რ2 თუ არა, თუ არ გაქვთ იმედი? მეორე, ჩამოყალიბდით, გვარამია რომ შეიწყალონ, 12 რეკომენდაციის შესრულება აღარ იქნება საჭირო?
4. ნაცმოძრაობის დეპუტატმა თქვა არჩევნებს შემდეგ პარტია ორად არ გაიყოფაო, უნდა დავნერგოთ დემოკრატიული შტანდარტებიო.
ჯერ ერთი, თქვენი დანერგილი დემოკრატიული სტანდარტები არ გაიშვა. უკვე თქვენი ყოფილი წევრები აღიარებენ, რომ დიქტატურული და არადემოკრატიული ბუნების პარტია იყავით. მეორე, იქნებ დათვალოთ ამ ეტაპისთვის, ანუ 2012-დან დღემდე რამდენ ნაწილად ხართ დაშლილები. დღეიდან რამდენ ნაწილად დაიშლებით მერე ვნახოთ.
სანამ თქვენ არ დაიშლებით, ქვეყანა ვერ დამშვიდდება და ვერ გადავეთვებით ჯანსაღ დებატებზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.
5. ნაცმოძრაობის, ლელოს და ე.წ. აღმაშენებლის მიერ გაკეთებული განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით უკვეა ძალადობა საზოგადოებრივ აზრზე, იყო შეურაცხმყოფელი, როგორც თავად გამომწვევად მოგვმართავდნენ, კაცების მიმართ.
თქვენ რომ მართლა ქალთა ძალადობა გადარდებდეთ, მსგავსი შინაარსის განცხადებას სხვა ტონალობაში გააკეთებდით.
რაც მთავარია, როგორ შეიძლება ნაციობალური მოძრაობა რაიმე სახის ძალადობის წინააღმდეგ განცხადებას აკეთებდეს, სანამ წარსულში ჩადენილი ძალადობების გამო ბოდიშს არ მოიხდით.
ქალთა მიმართ ძალადობა რომ დაუშვებელია, აქსიომაა.“
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved