• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება – ლადო პაპავა

ალია ავტორი - ალია
14:57 11-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯანდაცვაც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და მას დაფინანსება სჭირდება. დაფინანსების ძირითადი წყარო პანდემიის დროს ბიუჯეტია, ხოლო ბიუჯეტს ის პრობლემა აქვს, რომ კრიზისის გამო შემოსავლებს კარგავს. ამიტომ, თუ ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას ძალიან გავზრდით, ამ პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტიდან თანხები უბრალოდ არ ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საწოლფონდსა და კვალიფიციურ მედპერსონალზე. ამიტომ, ყოველთვისაა საჭირო ბალანსი. მივესალმები, მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ჯდება იმ ლოგიკაში, რაც დღეს მსოფლიოში ტრენდულია, ხოლო ის, რომ საახალწლო პერიოდში შერბილება იქნება, ვფიქრობ, დეკემბრის 20 რიცხვის შემდეგ შესაძლოა, მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდეს და შერბილების გადახედვაზე იფიქროს, თუკი სიტუაცია ვერ დარეგულირდება, თუმცა როგორც მთავრობის წევრები მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობენ, დარეგულირება საკმაოდ მაღალი ალბათობაა.

ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისია, ანუ კლასიკურ ეკონომიკურ სქემებში არ ჯდება, უფრო მეტიც, ამ კრიზისის დასრულება ეკონომიკაში, მედიცინაზეა დამოკიდებული, ეკონომისტები ამ კრიზისის დასრულებისთვის რეკომენდაციებს ვერ შეიმუშავებენ, რადგან სანამ პანდემიაა, ეკონომიკურ მექანიზმებს მხოლოდ შეუძლია მოსახლეობას არსებობა შეუმსუბუქოს და ბიზნესისთვის შეარბილოს შექმნილი ვითარება. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება”, – განაცხადა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved