ლეიბორისტი გიორგი გუგავა:
„სანამ, ივანიშვილი საჩხერის ტყეს შემოიღობავდა და გადახურავდა, მანამდე სასამართლო შემოიღობა (მოსამართლე-ხოხბებით) და აქცია რეპრესიული პოლიტიკის მთავარ იარაღად.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვქონდა ლეიბორისტული პარტიის მიმართ ოლიგარქის მიერ განხორციელებული უპრეცენდენტო რეპრესიული ქმედებები (პარტიას 3800 უბანზე წაართვეს კომისიის წევრები, უფასო სარეკლამო დრო, მწირი დაფინანსება, პარტიის ლიდერი გარიცხეს პარლამენტიდან),ჰიტლერი მოიქცა ასე 1933 წელს. ჯერ უსაშველოდ გაწელეს სასამართლო განხილვები (ნარკოტიკის ლეგაზილებაზე ოპერატიულდ მიიღეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის დავალებით) და შემდგომ გამოგვიცხვეს ეს მართლაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება (კობახიძის დაწერილს გავს).
ნიუბერგის პროცესზე გაასამართლეს ნაცისტური რეჟიმის მოსამართლეებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ისინი კანონს ემსახურებოდნენ, ამ სამარცხვინო მოსამართლეებსაც ასე მოუწევთ ივანიშვილთან ერთად.
ჩვენ ამით ვერ შეგვაჩერებენ.
ძალა სიმართლეშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.

კომენტარები