ფოტოკოლაჟი – რუსთავი2
სოციალური ქსელის OnlyFans-სთვის განკუთვნილი ფოტოსესია ტაილანდელი მოდელისთვის ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ინფორმაციას “რუსთავი2” უცხორუ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიადა პანტოვისთვის, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Soda, ფოტოების გამოქვეყნება საოჯახო ბიზნესია. ფოტოებს მეუღლე უღებს. სწორედ ასეთი ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს მათ წმინდა ვალენტინის დღეს და ამისთვის აუზიანი ვილა იქირავეს. ცოლ-ქმარს თან შვილებიც ახლდნენ.
ვიადამ ფოტოები ვილის სხვადასხვა ნაწილში გადაიღო, მათ შორის აუზთან, შემდეგ კი ბილიარდის მაგიდაზეც. იმ დროს როდესაც ფოტოსესია ბილიარდის მაგიდაზე მიმდინარეობდა წყვილის 2 ბავშვი აუზში თამაშობდა. უმცროსი 2 წლის ბიჭი თამაშის დროს წყალში ჩაიძირა და ამოსვლა ვერ შეძლო. ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს.
კომენტარები