• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა?„ – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:10 11-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სამ წელზე მეტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საავადმყოფოში იყო – სანახავია, რა დაჯდა მისი საავადმყოფოში ყოფნა? გვაინტერესებს, რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი „ის ისტერია იყო, რომელიც ბრიუსელმა და მისმა ელჩმა ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა.“

„ელჩი სხვა ელჩებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა დემარშით და სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, რეალურად, მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს არის „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, თითქოს დემენცია ჰქონდა. გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და სანდუ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთანდაკავშირებით თითქოს, მათ აწამებდნენ. სანდუ და ზელენსკი ევროინტეგრაციის ტაშდაკრული ლიდერები რომ არიან, გამოვიდნენ და თქვეს ტყუილი და ამის შემდეგ ბოდიში არც სანდუს, არც ზელენსკის და არც ჰერჩინსკის არ მოუხდიათ, რომელიც იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა. ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი სხვაგან გადაყვანა მომხდარიყო.

მთლიანი ეს პროცესი ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი იყო, რომლითაც საქართველოში ცრუ ნარატივების გამყარება შეძლეს…

ეს ყველაფერი დასრულდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც უნდა იყოს. ხედავთ, რომ ხმას ვერ იღებს გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ ცირკს ვერც ის დადგამს და არცერთ ელჩს და ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არცერთ ცირკის საშუალებას არ მისცემს.

ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ, სანახავია – რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? გვაინტერესებს რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved