• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანაიას საქმე- რატომ და როგორ შეცვალა ჩვენება გრიგოლ ხურცილავამ, იგივე „გრიცკომ“ – „ალიას“ რეპორტაჟი არქივიდან

ალია ავტორი - ალია
22:43 02-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

„ალია“, 2003 წელი, 4 აპრილი, ავტორი: ნინო მღებრიშვილი

4 აპრილს გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას ჩვენება მოისმინა. განსასჯელს ჩვენების მიცემისას პროკურორმა ნუგზარ სადრაძემ ერთი-ორჯერ შენიშვნა მისცა, გმირობა კი არ ჩაგიდენია, ნუ იცინიო, მაგრამ „გრიცკომ“ უთხრა, ეს ნერვების ბრალიაო. ხურცილავამ თხრობას თავი აარიდა და ჩვენება კითხვა-პასუხით მიმდინარეობდა. ხურცილავა ფრთხილობდა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა, ბრალდების მხარისთვის მისაღები პასუხები გაეცა. მას შემდეგ, რაც საქმის მთავარმა მოწმემ, მალხაზ ხვედელიანმა მკვლელობის მოტივი – სექსუალური ძალადობა ოფიციალურად პირველად გაახმოვანა, შემდეგ კი ეს განსასჯელის დამ, ძაბული ხურცილავამაც დაამოწმა, უკვე ყველა ელოდა, რომ მკვლელობის მოტივს ხურცილავაც შეცვლიდა. მის დაკითხვამდე ბრალდების მხარე მოწმეებს „გრიცკოს“ სიმთვრალეში ხასიათზე ეკითხებოდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოძიებაში სწორედ ამ მომენტით აპელირებდა, სიმთვრალეში აგრესიული ხასიათი მაქვსო. სასამართლოში კი ხურცილავამ ეს მომენტიც გადათქვა.

უცნაურია: ხურცილავამ მკვლელობა მთლიანად აღიარა, გაუფრთხილებლობით სროლაც უარყო, მაგრამ მოსამართლეს განუცხადა, განზრახ მკვლელობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობო.

„ჯი–ვი–ეს“-ში ლევან გაჩეჩილაძის დაცვაში ხურცილავას მუშაობისა და მისი აფხაზეთში ბრძოლის დეტალების დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა, კახა მაჭავარიანმა განსასჯელი უშუალოდ მკვლელობის ფაქტის ირგვლივ დაკითხა:

– 2001 წლის 25 ივლისს, საღამოს, მალხაზ ხვედელიანთან მივედი. ლუდი ავიტანე და ლუდს ვსვამდით. იქიდან წამოსვლის შემდეგ 2 ბოთლი ლუდი კიდევ დავლიე. ნასვამი ვიყავი. ვალების გამო ხასიათზე არ ვიყავი, არავის ნახვა არ მინდოდა, ჩემს თავთან მინდოდა მარტო დარჩენა და ვაგზლიდან სახლისკენ წამოვედი, მაგრამ სახლში არ მივსულვარ. 11-სართულიანთან „ნივა“ იდგა, სადაც გოგონები ისხდნენ. გამოველაპარაკე. ერთს დაბადების დღე ჰქონდა და „აჭარაში“ დავპატიჟე. კლუბში რემონტი დაგვხვდა, და ვიფიქრე, რახან გოგონებს დავპირდი, უბანში ავალ, ფულს ვინმეს გამოვართმევ-მეთქი, მაგრამ ვერ ვიშოვე. გოგონებს ბენზინი აღარ ჰქონდათ და მეზობლისთვის გამორთმეული 5 ლარით ჩავუსხი. მათ რესპუბლიკის მოედანზე დამტოვეს. ქალაქში ვბორიალობდი. ვიფიქრე, ხვედელიანთან ავალ-მეთქი და ვაგზლისკენ ფეხით წავედი. ჩელუსკინელების ხიდთან გიორგი სანაია პირველად ვნახე. მას სიგარეტი ვთხოვე და გზა გავაგრძელე. ხვედელიანთან მისვლა გადავიფიქრე და უკან დაბრუნდი. დავინახე, გიორგი ცირკის უკან ასახვევზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გამოველაპარაკე, ალბათ, უფრო ქალებზე, რადგან იმ ადგილზე ქალები დგანან. გვიანი ღამე იყო, ვუთხარი, შენც ქალებს ეძებ-მეთქი? ერთი პერიოდი მეც ვიღაც ქალს ვეძებდი, მაგრამ დაღლილი ვაყავი და სახლში მინდოდა წასვლა. გიორგის ღია ფერებში ეცვა, პანამა ეხურა და „ლენონის“ სათვალე ეკეთა. ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით. წამოდგა და მითხრა, სხვანაირად არ გამიგო და სიგარეტს გიყიდიო. უარი არ მითქვამს. ლუდიც ვთხოვე და მან ჯიხურში ორივე მიყიდა. 11-სართულიანებისკენ წამოვედით. მითხრა, მანქანით ვარო და შემომთავაზა, ცოლ-შვილი მეც დასასვენებლად მყავს გაშვებული, თუ გინდა, ავიდეთ, დავლიოთო. მეძინებოდა და წავყევი. თანაც, ღამე შარი რომ არ ამეკიდებინა, ოჯახში კი ფეხით რა გავა-მეთქი.

– გამოძიებაში ამბობდით, გიორგის ქალები უნდა ამოეყვანა და ამიტომ წავყევიო. ხვედელიანმაც ასე თქვა. ახლა კი ქალებს არ ახსენებთ, – დაინტერესდა კახა მაჭავარიანი.

– ეს პირადულია. ამდენი ხალხი ისმენს და ცოტა უხერხულია. ქალებზე იყო ლაპარაკი თუ არა, ზუსტად აღარ მახსოვს.

– თქვით, რომ გიორგის არ იცნობდით. უცნობ კაცს მანქანაში რატომ ჩაუჯექით? – განაგრძო პროკურორმა.

– ადრეც ყოფილა და სხვებისგანაც გამიგია, რომ ნასვამი კაცი სხვანაირად ხარ, უცნობთან გინდა ღამით ლაპარაკი. მანქანაში გიორგიმ პანამა მოიხადა და მაშინ ვუთხარი, სანაია არა ხარ-მეთქი? გამიხარდა კიდეც, განათლებული ადამიანია და ასეთ ადამიანებთან საუბარიც სასიამოვნოა. მითხრა, სანაია არ ვარ, მამსგავსებენო. მანქანაში ჩემს ამბებს ვუყვებოდი, ვუთხარი, თანამშრომელი ვარ და არ შეგეშინდეს-მეთქი. მანქანა „ღრმაღელეს“ მეტროსთან, სადგომზე დააყენა. მასთან ბინაში რომ ავედით, ფანჯარასთან, ტახტზე ჩამოვჯექი. ჩემი მეუღლე დიღომში სიდედრთან იყო და იქ დავრეკე. მერე მითხრა, დილის ხუთ საათზე რამ დაგარეკინაო და საათიც ამიტომ მახსოვს. გასაღები არ მქონდა და ამიტომ არ წავედი სახლში. ისე, მთვრალი რომ ვყოფილიყავი, ფეხით წავიდოდი. გიორგიმ არაყი დამისხა, მაგრამ ბოლომდე არც დამილევია. მითხრა, ცხელა, წყალს გადავივლებო. ვუთხარი, წავიძინებ და დილით წავალ-მეთქი. ამასობაში გამოვფხილზლდი. დაღლილი ვიყავი და ტახტზე გადავწექი. რაღაცამ გამომაღვიძა. სასამართლოში ეს უკვე ითქვა და აღარ დავაკონკრეტებ. ამან შემაძრწუნა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.

– გამოძიებაში განაცხადეთ, რომ გიორგიმ დაპირება არ შეასრულა, ქალები აღარ ამოიყვანა და თქვენ მისმა ცინიკურმა პასუხმა გაგანაწყენათ: რა დროს ქალებია, თუ გინდა, სახლიდან წადიო? – პროკურორმა ამ განსხვავების ახსნა სთხოვა.

– ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია. გახსოვთ, ამ ფაქტის შემდეგ რა ამბავი იყო. ჟურნალისტებს არ ეწყინოთ, მაგრამ მათ დავაბრალებ ძალიან დიდი აჟიოტაჟის ატეხას. მერე მეც შემეშინდა, მიდი, ჩაბარდი და ამ დროს ასეთი ამბავია, პოლიტიკური, შემეშინდა, გაურკვევლობაში ვიყავი. რომ დამაკავეს, არ გეწყინოთ, მაგრამ ეს არც პროკურატურას აწყობდა, არც დეპუტატებს, პირველ რიგში, მე თვითონაც არ მაწყობდა, რომ მკვლელობის მოტივი დაფიქსირებულიყო. იზოლატორში მოსულ ნანა დევდარიანს და რუსუდან ბერიძეს ყველაფერი მოვუყევი. დევდარიანმა მკითხა, მკვლელობის მოტივი ვთქვა თუ არაო. ვთხოვე, ჯერ არ ეთქვა. მათთან მოყოლით თავი დავიზღვიე. მე თვითონაც შევნიშნე, რომ არავის უნდოდა ამის თქმა, კითხვაც არ დაუსვამთ.

გამოძიებაში გრიგოლ ხურცილავას ჩვენებები სხვადასხვაგვარად აქვს მიცემული. მკვლელობის სხვა მოტივის დასახელების გარდა გამოძიებაში ხურცილავა ხან ამბობს, რომ მან პისტოლეტი სანაიას ბინაში პიანინოზე დადო, ხან ამბობს, რომ მთვრალმა ესროლა, ხანაც აცხადებს, რომ გაუფრთხილებლობით მოუვიდა. პროცესზე მიცემულ ჩვენებაში ხურცილავამ ეს განსხვავებები თავისებურად ახსნა:

„- მე თვითონაც არ მინდოდა გამომზეურება. ეგოისტური მომენტია, რომ თავი დავიძვრინო. რომ ვამბობდი, ხელი ამიკანკალდა-მეთქი, ეს გაუფრთხილებლობაზე მაქვს შეთითხნილი. როცა პრესაში ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, პიანინოდან იარაღის აღება უკვე აღარ გამოდიოდა და დღეს ამიტომ გადავთქვი.

შემდეგ ხურცილავამ სანაიას შარვლის ჯიბიდან ფულის აღების, გასაღებისა და მასრის მოძებნის დეტალები მოყვა. მისი თქმით, ანაბეჭდების წაშლის მიზნით ზეწრით კარის სახელური გაწმინდა და იქიდან ხვედელიანთან წავიდა. მასრა და გასაღები იქვე ბაღში გადააგდო, ხვედელიანებთან 2-3 დღე დაჰყო და მას შემდეგ სახლში იჯდა. მკვლელობის შესახებ ჯერ ხვედელიანსა და მის სიმამრს მოუყვა, მოგვიანებით კი – თავის მეუღლეს და დას. განსასჯელის თქმით, ხვედელიანთან ერთად იგი ვარანცოვზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში მივიდა, მღვდელს მკვლელობის შესახებ ხვედელიანი ესაუბრა და მაშინ მოტივიც უთხრა. ხურცილავა, მისივე თქმით, მონასტერში წასვლას ანდა ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა: „გახსოვთ, მეორე დღიდანვე რა ამბები მოხდა. ხალხი გამოვიდა, თან შიშის ფაქტორიც იყო, რადგან თავიდანვე პოლიტიკურს უკავშირებდნენ. როცა დამაკავეს, ვიფიქრე, დავმალავ, რის გამოც მოვკალი, სასამართლოზე ვიტყვი-მეთქი. წელიწად-ნახევარია, ციხეში ვზივარ და ბევრი რამ ვისწავლე. ტელევიზიით ცუდი პროპაგანდა მიდის, ახალი თაობა იზრდება და ამიტომ მოტივის დასახელებას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ მერე შეხედულება შემეცვალა. ჩავთვალე, რომ ამ მოტივის გახმაურება საჭიროა. პროკურატურამ ეს მოტივი იცოდა, მაგრამ მასზე ზეწოლა იყო. თანამდებობის ხალხს ეშინოდა, მე კი ვიჭყლიტებოდი, თუმცა, რაღაცაში ვარ დამნაშავე. აქ კაცები ხართ და თვითონ როგორ მოიქცეოდით, არ ვიცი, მაგრამ მე სხვანაირად ვარ აღზრდილი.“

ხურცილავასთან შეხვედრისას ბრალდებულის მიერ მკვლელობის მოტივის დასახელება ნანა დევდარიანმა ტელევიზიით უარყო. კანონით, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სასამართლოს სახალხო დამცველის მოწმედ გამოძახება არ შეუძლია. სამაგიეროდ, სასამართლო უშიშროების მდივნის მოადგილეს, რუსუდან ბერიძეს დაკითხავს.

დაცვის მხარის შუამდგომლობით პროცესზე ნიკა ტაბატაძის ჩვენება გამოქვეყნდა, რადგან მისი ლონდონში ყოფნის გამო ტაბატაძე სასამართლოში ვერ გამოცხადდება. ამ ჩვენებაში ნიკა ტაბატაძე ამბობს, რომ 2001 წლის სექტემბრის ბოლოს (ხურცილავა 2001 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. -ნ.მ.) მას მამაკაცმა დაურეკა და ინფორმაციაში 10 ათასი დოლარი მოითხოვა. უცნობი მამაკაცის თქმით, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, სანაიას მკვლელობის ღამეს მანქანაში „გრიცკო“ ჩაუჯდა, რომელიც თანამშრომელია და ადრე ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობდა: „როცა მკვლელობის მოტივზე ვკითხე, მამაკაცმა მითხრა, ჰომოსექსუალიზმს უკავშირდებაო. ამაზე ეჭვი შემეპარა და 2 დღეში ლევან გაჩეჩილაძეს დავურეკე, „გრიცკოს“ იცნობდა თუ არა. მან მითხრა, ახლა აღარ მუშაობს, საკუთრების დაცვის პოლიციიდან მოგვიყვანეს, უწყინარი კაციაო. ეს ყველაფერი დათო დვალს და ეკა ხოფერიას მოვუყევი. ამის შემდეგ კიდევ რეკავდნენ, მაგრამ აღარ ვესაუბრებოდი“.

ხურცილავას ჩვენებით, მან მკვლელობის შესახებ მხოლოდ ოთხ ადამიანს მოუყვა: მეუღლეს, დას, მალხაზ ხვედელიანს და მის სიმამარს, ადეიშვილს.

მოსამართლე ნანა გუგუნაშვილს აქამდე არც ერთი მოწმისთვის არ დაუსვამს კითხვა. ეს პრინციპი მოსამართლეს არც ამჯერად დაურღვევია და განსასჯელის ჩვენების მოსმენის შემდეგ მასთან ერთი კითხვაც კი არ გასჩენია.

თეგები: გიორგი სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved