„წულუკიანს ვუსმინე დარიანის შესახებ. დარიანის ლექსებზე განსხვავებული მოსაზრებებიაო. არის ხალხი, ვისაც ჰგონია, რომ ლექსები პაოლო იაშვილს ეკუთვნისო. მათაც უნდა გაუწიოს ლიტერატურის მუზეუმმა ანგარიში და დისკუსია გამართოსო….მე, ვახო სანაია, მეცნიერი არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ლექსები ნამდვილად პაოლო იაშვილს ეკუთვნის. სხვა სხვანაირად ფიქრობს. ოღონდ რა შუაშია წულუკიანი. რა მისი საქმეა მეცნიერულ დისკუსიებში ჩართვა ან საერთოდ ვინ ეკითხება შინაარსში ასეთ უხეშ ჩარევას. ვინ რა დისკუსიას გამართავს, ვინ რას ფიქრობს, ვის რა მოსაზრება აქვს. რა წიგნი რა შინაარსით გამოიცეს და რა არა…..მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი სამინისტროს ეკუთვნის. აქ კარგად ჩანს, მიკერძოებულად რომელ ჯგუფს გაუწია თავად მინისტრმა ანგარიში, როცა შეცდომები გამოიყენა და ემუქრება ლაშა ბაქრაძეს. ასევე ცდილობს, შემთხვევით ისარგებლოს ,,კულტურული რეპრესიებისთვის” და ქართული ოცნებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე დირექტორი როგორმე გაუშვას თანამდებობიდან. ვვარაუდობ, მოძიებული ჰყავს ახალი კადრი ბატონის საამებლად….აქ ასევე მნიშვნელოვანი, რომ ლაშა ბაქრაძემ თავად აცნობა საზოგადოებას შეცდომების შესახებ. მოკლედ, ყველაფერი ცხადია. პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუ შემზარავი იყო, ყველა წინადადებაში ნაციონალების ხსენება. ეს ნაციონალების დროს მუშაობდა, ის ნაციონალების დროს მოვიდა სამინისტროში, ნაციონალების პერიოდში დაიწყო მუშაობა, გარდაცვლილ ნიკა რურუასაც გადასწვდა… რა ვიცი. ხელოვნების მუზეუმზე რაც ილაპარაკა, ცალკე თემაა, გელათზეც იგივე კატასტროფული შეფასებები….ელენე ხოშტარიასაც გადასწვდა და ოკუპანტ ქვეყენაში მიიღო განათლებაო, იქვე დაავიწყდა, ბახტაძეს ლომონოსოვი აქვს დამთავრებული, ბიძინამ კი სუფთად იშოვა მილიარდები 90-იანი წლების რუსეთში….კატასტროფაა ასეთი მინისტრი. ღრმად ბოლშევიკური აზროვნება აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია.














კომენტარები