• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამწუხაროდ, თქვენც კრემლის საქმე გააკეთეთ, როცა…“ – ჩერგოლეიშვილი კელი დეგნანს

ალია ავტორი - ალია
19:32 07-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა ლევან ვასაძესა და რუსეთთან აფილირებული ჯგუფების შესახებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის ამ ტიპის დეზინფორმაციებს. ის ხალხი, ვისაც სურს, დანერგოს ძალადობა, შექმნას არასტაბილურობა დაკავებული არიან კრემლის საქმის კეთებით, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და არასტაბილურობა საქართველოში. ვფიქრობ, ქართველები საკმარისად გონიერები არიან, რომ მიხვდნენ, თუ კონკრეტულად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ იხდის ამაში ფულს.“

თამარ ჩერგოლეიშვილი კელი დეგნანს:

„სამწუხაროდ, თქვენც კრემლის საქმე გააკეთეთ, როცა:

– ქართველებზე პომპეოს თანხმლებ პრესას უთხარით, რომ ჩვენ არჩევნებს სულ ვაყალბებთ და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

– როცა ივანიშვილის რეჟიმის ნაცვლად, დემოკრატიული ოპოზიცია გატეხეთ და შინაარსისგან სრულიად დაცლილ, სამარცხვინო დოკუმენტზე ხელი მოაწერინეთ.

– როცა 700 ათას ამომრჩეველს გამოუცხადეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ისტორიული ეროვნული თანხმობა გაფორმდა და ამით ისინი გამაშგარე დატოვეთ – და ამით დემოკრატიული პროცესისადმი პროდასავლური ამომრჩევლის ნდობას საფუძველი შეურყიეთ.

– როცა ჭეშმარიტად პროდასავლური ძალების ოსტრაკიზება დაიწყეთ იმიტომ რომ ისინი თქვენს დღის წესრიგს ლეგიტიმურად არ ეთანხმებიან.

– როცა იმ მიზეზით, რომ ქართულ პოლტიკაში “კარგი ბიჭები” არ არსებობენ (და ამაში მეც გეთანხმებით – ვინცაა, ჯერ სუსტია), პრინციპების დაცვაზე თქვით უარო და მოძალადე იაკობთან პიიტეტით თავი დახარეთ.

მე ეს არ მიხარია, მაგრამ ეს ფაქტია და თუ თავისუფლება რამეს ნიშნავს, პირველ რიგში იმის მოსმენას, რისი მოსმენაც არ გსურთ.

ამ ქვეყანაში რაც მოხდება, ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ! მაგრამ რეალობა ისაა, რომ თქვენც კრემლის საქმის გაკეთება გამოგივიდათ და რამდენად შეესაბამება ეს იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც წარმოადგენთ და რაზეც თქვენ ხართ პასუსისმგებელი – არ ვიცი.“

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილიკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved