• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები და ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა დასჭირდება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
16:38 11-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას.

კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა.

„ცხადია, თუ საიდან იმართება ეს ყველაფერი. ეს არის გარე ძალებისგან მართული პროცესები, რომელსაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი აქცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, მათთვის ქვების, ბოთლების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ. როდესაც მიდიხარ და უბრალოდ მდგარ პოლიციელს აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, შემდეგ ამასაც არ ჯერდები და ისვრი „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პეტარდებს, ეს უკვე შემდეგ იწვევს დაძაბულობას. სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს, თბილისის მერის თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი გამოძიება შეისწავლის.

„სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია რაც ვიხილეთ. ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved