• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის” – პაველ ჰერჩინსკი

ალია ავტორი - ალია
19:07 11-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

,,გაფართოება, ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზეა დაფუძნებული და ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ეს არის შესაძლებლობა, შევაფასოთ თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გზაზე. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად  უპრეცედენტოა და ამას ჩემად არ ვამბობ, ვციტირებ სწორედ იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს – კაია კალასმა და მარტა კოსმა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში.

ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების შეზღდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი მიზანი იყო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისვის ძირის გამოთხრა. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, გარკვეული ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ განცხადებებთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრონციპეზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.

ევროკავშირში არის და იქნება გარდამქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე ვიწვევ ყველას, რომ გაეცნოს ყურადღებით ამ ანგარიშს. 80 გვერდზე მეტია მასში.

მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატებმა ქვეყნებმა რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს. საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად  თანდათანობით ევროკავშირთან ინტეგრაციით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო ხარჯები.

როგორც მოისმინეთ, დღეს ევროკომისია არ მიიჩნევს საქართველოს რეალისტურ კანდიდატ ქვეყანად. ის კანდიდატია მხოლოდ ფურცელზე, მას მხოლოდ კანდიდატის სახელიღა შერჩა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

ამავდროულად, მე მსურს ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე სურვილი, უკან დაწიოს რეგრესი და სურვილი გამოავლინოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით”

თეგები: პაველ ჰერჩინსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved