• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:49 06-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

„ვალდებული ვართ სათანადოდ შევაფასოთ პრეზიდენტის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისკენ. ამას ის ვერ შეძლებს და ვერც მისი პატრონები შეძლებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას“- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ ეს ვალდებულებები შეასრულა.

„პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ. მას თავის დროზე, ადამიანებმა მხარი დაუჭირეს იმისთვის, რომ არ გადაედგა ნაბიჯები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ის დაუპირისპირდა სწორედ იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას დაუჭირა მხარი, თორემ მას მანამდეც არ უჭერდნენ მხარს ის ადამიანები, რომლებიც ემხრობოდნენ გვარამიას შეფასებებს მის მიმართ, რომელიც რეზიდენტს ეძახდა პირდაპირ სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ, მან შეასრულა დავალება.

თქვენ ნახეთ მისი გამომეტყველება და მისი ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი იმიტომ, რომ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. დეტალებში აღარ შევალ, მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ შეასრულა ვალდებულებები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved