• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამთავრობო თვითმფრინავი პრემიერის არდადეგებისთვის – მედია

ალია ავტორი - ალია
22:18 09-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
430

ტვ პირველის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა. 

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით 19 აგვისტო – შუადღის 14:00 საათი – სამთავრობო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასაფრენად ემზადება. სი არ ჯი 200 -ის ბორტზე დაახლოებით 10 მგზავრია:  პრემიერი, მისი ოჯახის რამდენიმე წევრი და პირადი მცველები. ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღეს საზაფხულო არდადეგებზე შეერთებულ შტატებში გაფრინდა.  

მედიის ცნობით, თვითმფრინავი, “სი არ ჯი 200”, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია “ჯორჯიან ერავეზი” უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.

ვინ დაავალა სამთავრობო ბორტით ღარიბაშვილი პირად საქმეზე წაეყვანა? – “ჯორჯიან ერავეზის” მფლობელმა “შაბათის ეთერს” უთხრა, რომ პრემიერის მიუნხენში ჩაყვანა და უკან ჩამოყვანა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა დაავალა.

გაიაშვილი ამტკიცებს,  რომ მან ფრენის შესრულებაზე მოთხოვნა ანზორ ჩუბინიძისგან მიიღო და მისი მოვალეობა არ იყო, იმის შემოწმება, პრემიერი არდადეგებზე მიფრინავდა თუ საქმიანი ვიზიტით.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, პრემიერი სამთავრობო თვითმფრინავით არა მხოლოდ არდადეგებზე წავიდა, არამედ თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში პრემიერის ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკას მოივლიდა, რომ უკან წამოეყვანა. 

პრემიერი უკან, საქართველოში 28 აგვისტოს თბილისში შუადღით, 12 საათსა და 49 წუთზე დაეშვა.  

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved