რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ
“რუსეთში სამოქალაქო ომი ოფიციალურად დაიწყო.” მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს.
“სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით და არავინ აპირებს ჩაბარებას პრეზიდენტის, FSB-ს ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ არ გვინდა, რომ ქვეყანა კორუფციაში, ბიუროკრატიაში და მოტყუებაში ცხოვრობდეს”, – ამბობს პრიგოჟინი.
კომენტარები