სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პრეზენტაცია
მოძრაობა “სირცხვილია” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” წარმოგიდგენთ ახალ ინიციატივას – სამოქალაქო საარჩევნო კომისია.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.
ამ მიზნით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ რესურსებს, რათა საარჩევნო პროცესი საზოგადოებისთვის გავხადოთ გამჭვირვალე. ჩვენი მიზანია:
- წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
- არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროულად გამოქვეყნება;
- არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
კომენტარები