სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას კორონავირუსი დაუდგინდა. მას მსუბუქი სიმპრომები აღენიშნება და თვითიზოლაციაშია, – ამის შესახებ Al Jazeera პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნის ლიდერმა თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ იგრძნო, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ფრედერიკ დე კლერკის დაკრძალვას დაესწრო.
69 წლის რამაფოსას მოვალეობას, დროებით, მისი მოადგილე, დევიდ მაბუზა შეასრულებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, არის თუ არა ის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული.
კომენტარები