სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ Enyobeni Tavern-ში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა, – ამის შესახებ BBC წერს.
„ინციდენტის გარემოებები გამოძიების პროცესშია. ამ ეტაპზე, რაიმე ვარაუდზე საუბარი არ გვინდა“, – განუცხადა პოლიციის სპიკერმა ტელეარხ Newzroom Africa-ს.
BBC წერს, რომ მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ვრცელ ინფორმაციას მკითხველს მოგვიანებით აცნობებს.
კომენტარები