• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ წმენდაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
10:59 08-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,141

სამხედრო ჰოსპიტალიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი 7 წლიანი კარიერა საჯარო სამსახურში პროევროპულ აქციებზე დგომას და ევროკავშირში გაწევრიანების პეტიციაზე ხელმოწერას შეეწირა.

“ვემსახურები საქართველოს! 

ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია. 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებენ (თავადაცვითი ოპერაცია არ იყო, როგორ გაბედეს და შეუტიეს ოკუპანტებსო) და უტიფარი სახეებით რამდენიმე დღეში დიდგორობას ზეიმობენ.

რეორგანიზაცია 2.0 – 8 წლის შემდეგ, შედეგი ისევ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლება .

პირველ რიგში მადლობა სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის დირექტორს, დავით ცაბაძეს, გასული 7 წლისთვის. ადამიანი, რომელიც ხშირად სხვებზე მეტად განიცდიდა და ნერვიულობდა ჩემთან და სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ახლა მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი ნამდვილად არაა.

სინდისის, საკუთარი მორალის ხმაა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საშიშიც – რისიც უნდა ეშინოდეს ადამიანს. საკუთარი სინდისის კარნახით შევუერთდი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას და სამსახურში დამხვდა უკვე ამბავი, რომ პეტიციას მოვაწერე ხელი. მინდა, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს რუსული წუმპიდან, გადაწყვეტ მომენტში შესაძლებლობების გაშვების მოჯადოვებული წრე უნდა გავარღვიოთ. ეს ქვეყანა უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახში!

კეფაზე ვგრძნობდი სუნთქვას. ვგრძნობდი, რომ მიახლოვდებოდა ეს დღე და მაისიდან ოთხჯერ გადაწიეს რეორგანიზაცია, თუმცა ემოციურად მომზადება მოვასწარი, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს დანარჩენ თანამშრომლებზე, რომლებსაც არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი.

მაბედნიერებს საკუთარი სიმართლის შეგრძნება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებები პირადი კეთილდღეობით ნაკარნახევი ქმედებები არასოდეს ყოფილა.

მორალით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მგონია ის, რისთვისაც ღირს ეს ერთი ამოსუნთქვა ცხოვრება.

ბევრჯერ უკითხავთ:

– არ გეშინია?

– კი.

– მერე? ცოლ-შვილი გყავს…

– ხელფასის არა, ქვეყნის დაკარგვის. საკუთარი სინდისის ხმის მეშინია, შვილების მეშინია, რომლებიც ნაავდრებს მკითხავენ, ავდარში მშრალი როგორ გადავრჩი.

ახლობლებმა, არც ისე ახლობლებმა გაჩერდიო მირჩიეს. მირჩიეს გავჩერებულიყავი ჩემივე გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ 2017 წლის დეკემბერშიც „ჩემი მოუსვენრობისთვის“ დამატოვებინეს საჯარო სამსახური.

მაგასო კაცოო, ორი პოსტის დაწერა დარჩა და მთავრობასაც შეცვლისო – ,,უხუმრიათ”. ვიცი, რომ იმასაც იტყვიან – აბა რა ეგონა, გაჩერებულიყოო, მაგრამ ასე გაზომილი ,,სიმართლე” – პერსონალური, ღირებულებითი დიაგნოზი უფროა ვიდრე სამართლიანობა, როდესაც უდანაშაულო ხალხი, ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს უსამართლო ტყვეობაში ატარებს და გადარჩენის გზად ვიღაცას გატრუნვა მიაჩნია. მართალი ხარ მაგრამ… მაგრამ?????? ,,მაგრამ” არასოდეს გამოითქმის სიმართლის გვერდით.

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო და ემოციებისგან პასუხს ვერ ვცემდი: მერე რას წერდი, გაჩერებულიყავი. რას დადიოდი აქციებზე. ერთი კაცი რას შეცვლის… რას აკეთებთ იქ რომ დგახართ…

არა და.. ამ ქვეყნის ისტორია თითო კაცების კისერზე გადასული ცოდვა მადლია, თორემ კოლექტიურად რომ ზნეობრივები ვიყოთ, უძლიერესი ერი ვიქნებოდით დედამიწაზე. ესაა სწორედ ის, რაც ისრაელობამდე გვაკლია.

რუსულმა ,,ხელისუფალმა” ჩვენი გონების ოკუპაციაც სცადა და ერი, რომელიც სისხლითა და ბრძოლით გადავრჩით, მტერთან წინააღმდეგობის გაწევისთვის თავს გვადანაშაულებინებენ. გენეტიკურ დონეზე ახშობენ ჩვენში ეროვნულობას, წინააღმდეგობის უნარს და საკუთარი ქვეყნის ფუნქციაზე ფიქრის საშუალებას გვართმევენ. სამაგიეროდ, გვეუბნებიან, რომ ერთადერთი ასპარეზი, სპორტია – სადაც შეიძლება ქარულმა დროშამ იფრიალოს. ჟონგლიორ, მეორე ხარისხოვან, ეგზოტიკურ ერად უნდათ გვაქციონ.

საფრთხობელად დაგვიკიდეს „ომი იქნება“, „გვაპიდარასტებენ“, „ეკლესიას ებრძვიან“, „ნაცები მოდიან“ და უომრად ჩაგვაბარეს ოკუპანტ ქვეყანას,

მონობას მშვიდობად გვასაღებენ,

თავიანთ რიგებში ჰყავთ ყველაზე მეტი გეი, მოღალატე ოჯახის წევრები,

ვიდეოფირებითა და კომპრომატებით აშანტაჟებენ სამღვდელოებას,

ჩამორეცხეს საუკუნოვანი ტაძრები,

ნაციონალურ მოძრაობაში აღარაა იმდენი „ნაცი“, რაც თავიანთ რიგებში ჰყავთ.

გამოგონილ შიშებზე, უმეცრებაზე, გაუნათლებლობასა და ,,ღრუზინულ” თვითკმაყოფილებაზე დააფუძნეს თავიანთი ელექტორალური ძალა. მიაჩნიათ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი თვითკმაყოფილი რეგვენია და არა რაციონალურად მოაზროვნე.

მიჭირდა ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ თუ მე იმ პრინციპებს დავთმობდი, რისიც მჯერა, თუ მე ჩემი დუმილით ამ ქვეყნის დაღუპვის თანამონაწილე ვიქნები, ასე სათუოდ შენარჩუნებული ხელფასი ჩემი შვილებისთვის მოწამლული იქნებოდა და მათთვისაც – ვინც ცოტას დაკარგვის შიშით, ცოტასაც კარგავს და საკუთარ თავსაც.

ვემსახურები საქართველოს! ვცოცხლობ საქართველოსთვის! ძალიან მიყვარს საქართველო.

მჯერა, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა!

მჯერა რომ გვექნება მდგრადი დემოგრაფია, განათლება და ეკონომიკა!

შევხვდებით! იმედია – საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედია შევძლებ პრეცედენტის შექმნას სხვისთვის და დავამტკიცებ, რომ 3 წლამდე შვილის (უფრო დიდი ასაკისაც) დედაც და მამაც თანასწორი მშობლები არიან და კონსტიტუციას ეწინაარმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი.

მივიღებ იურიდიულ კონსულტაციასა და რჩევებს, რა პროცედურები უნდა გავიარო საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება-შეტანისთვის.

პ.ს. თავდაცვის სამინისტროს 55 თანამშრომელმა მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც ვითხოვდით, რომ ქართულ ოცნებას არ დაერღვია თავისივე მიღებული კონსტიტუცია. მერე, როდესაც საჯარო სამსახურებში „წმენდა“ დაიწყეს, ღია წყაროებზე დაყრდნობით ვაგროვებდი ინფორმაციას, ვინ გაუშვეს და რა ნომერი იყო ხელმომწერთა სიაში… ვწერდი, ვინიშნავდი… მერე სათვალავი ამერია, გამომრჩნენ და ბოდიში მათ…

დიმიტრი ნადირაძე – 1

გუცა გველესიანი – 2

მიშა რამაზაშვილი – 7

გვანცა ფოფხაძე – 10

ნინო გორგოძე – 11

ნინო უგრეხელიძე – 12

ანა ახალაია – 15

თეკლა მელაძე – 16

მაია მუშკუდიანი – 17

გიორგი წოწორია – 18

რუსუდან კინწურაშვილი – 20

მაკა კევლიშვილი – 25

თეკლა კალანდაძე – 26

ნინო შანშაშვილი – 27

ნანა სადუნიშვილი – 28

თამარ ისაკაძე – 37

ანა გორგოძე – 41

გიორგი ურუშაძე – 43

მარიამ ობოლაშვილი – 44

ეთერ გვარჯალაძე – 45

ოლღა მიქაბაძე – 46

დავით სეხნიაშვილი – 47

ქეთევან ჯაყელი – 51

ნინო ციხელაშვილი – 53

მარიამ თაყაიშვილი – 55

.

.

.

საამაყოა თქვენს გვერდით ყოფნა

პატივისცემით,

ალიმი ხერხაძე – 54

პ.ს.ს. ამ სიგიჟეს გვერდითი ეფექტიც ჰქონდა კარგი ამბის კუთხით – თანამოაზრეთა სოციალური კაპიტალი გამიფართოვა, მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვყავი, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი აქციებზე თუ სოციალურ ქსელში“ — წერს ალიმი ხერხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved