• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

ალია ავტორი - ალია
12:39 02-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2 ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი. დასკვნა საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო.

“თვითონ უდევთ თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის. პირდაპირ ასე უდევთ დასკვნა”, – ამბობს ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი, რომელსაც საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.

ჩანაწერი ახალაიას ბრალდების საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 4 ოქტომბრის მოვლენებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა. დაკავებამდე, 10 ოქტომბერს, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მისი ცოლი ანი ნადარეიშვილი კი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს. გამოძიება არკვევდა ოცნების პროპაგანდისტული მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, სადაც თითქოს ახალაია ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო.

ახალაიას 27 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროკურატურა სხდომის დახურვას მოითხოვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved