• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხარაულის ბიუროს დასკვნა ადასტურებს, რომ ნათია ჯანაშიამ ბრიტანულ-ქართული აკადემიის წილი საბაზროზე ძვირად გაყიდა – აფბა

ალია ავტორი - ალია
14:42 02-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
113

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) აგრძელებს “ბრიტანულ ქართული აკადემიასთან” დაკავშირებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს და ამ შემთხვევაში, გვსურს საზოგადოებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე  მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. კონკრეტულად, საუბარია გარიგებაზე, რომელიც 2019 წელს შედგა ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახსა და “საქართველოს კაპიტალს” შორის და ამ გარიგების შედეგად “საქართველოს კაპიტალმა” შეიძინა აკადემიის 70%-იანი წილი დაახლოებით 30 მილიონი ლარის სანაცვლოდ.

ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მათ საკუთარი წილის დათმობა მოუწიათ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც მოცემულია ლევანსამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზისეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, სადაც დეტალურად არის შეფასებული “ბრიტანულ ქართული აკადემიის“ საბაზრო ღირებულება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოში წამყვანი, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ორგანიზაციაა, რომელიც მსგავს საკითხებს შეისწავლის და მისი სანდოობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბაზრო ღირებულების საკითხსსწავლობენ ექსპერტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი, რაც ექსპერტების უმაღლესკვალიფიკაციას უსვამს ხაზს.

საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, შეფასების კრიტერიუმებად გამოყენებულ იქნა ყველა ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი რაც განსაზღვრავს კომპანიის ღირებულებას. მათ შორის, “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” აქტივები, ვალდებულებები, საოპერაციო მოგება, შემოსავლები, დისკონტირებული ფულადინაკადების მიდგომა და სხვა.

ხოლო რაც შეეხება გარიგებას, როგორც აღვნიშნეთ, „საქართველოს კაპიტალმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნათია ჯანაშიასგან შეიძინა 70%-იანი წილი, რაშიც მას გადაუხადა დაახლოებით 30 მილიონი ლარი (ზუსტი თანხა 29 309905.66 ლარი), შესაბამისად ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახმა გარიგების სანაცვლოდ საბაზრო ღირებულებაზე 0,5 მილიონზე ლარით მეტი თანხა მიიღო.

ეს ფაქტი ცხადყოფს და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტიანი წილი, ნათია ჯანაშიას საბაზროზე გაცილებით ძვირად, ნახევარი მილიონი ლარით უფრო მაღალ ფასად გაუყიდია და მანიპულაციაა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება საბაზროზე დაბალ ფასად წილის დათმობასთან დაკავშირებით.

არ არსებობს და, შესაბამისად, ჩვენც ვერ მოვიძიეთ ვერც ერთი სხვა ავტორიტეტული სახელმწიფო თუ სხვა ტიპის ექსპერტული დასკვნა, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებდა და ჯანაშია-ცეცხლაძის პოზიციას დაადასტურებდა.

აფბას მიაჩნია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის საბაზრო ფასთან დაკავშირებული ყველანაირი სპეკულაცია აზრს კარგავს და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved