ალბათ ყველას ახსოვს, გასულ წელს, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი საზარელი ავარია, რომელსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მამა აბრაამ ხარატიშვილის ვაჟი გახლდათ.
მოძღვარმა პირად ტრაგედიაზე რამდენიმე ხნის წინ, გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ისაუბრა.
„ყველა შვილმკვდარ მშობელს ვუსამძიმრებ, ეს არის მდგომარეობა რომელსაც სახელი არ აქვს, ჩემი შვილი თავის სამ მეგობართან ერთად იყო, სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა ავარია და შემდგომ მანქანა აფეთქდა, სამივე ცოცხლად ჩაიწვა, 19 წლის ბავშვები, ჩვენი შვილები..“
კომენტარები