• რეკლამა
  • კონტაქტი
08:38, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი საათის განმავლობაში ვურტყამდით კარებზე – როდის და როგორ გამოუშვეს ციხიდან ქართველი, რომელიც რუსეთში აქციაზე დააკავეს

ალია ავტორი - ალია
18:28 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

გასულ თვეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით მხარდამჭერი დააკავეს. მათ შორის, რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორი, სოსო ღლონტი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

“სპორტი = მშვიდობას, მშვიდობა ≠ პუტინს” – ამ შინაარსის ტრანსფარანტით ფიტნესინსტრუქტორი მასშტაბურ აქციაზე 23 იანვარს გამოჩნდა.

„სოსოს 7 დღე მიუსაჯეს. სავარაუდოდ, ტელეფონი მიუწვდომელი იქნება. ვეცდებით, საქმის კურსში გამყოფოთ” – ეს შეტყობინება კი ღლონტის Instagram-ზე 2 თებერვალს გამოქვეყნდა.

ტელეკომპანია “Настоящее Время”-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკერი რამდენჯერმე გამოიყენეს.

1-ელ თებერვალს, სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, სოსო “Настоящее Время-ს” ესაუბრა.

„როცა მაკავებდნენ, წინააღმდეგობის გაწევას არ ვგეგმავდი. მესმოდა, ამას სადამდე შეიძლება მივეყვანე. უბრალოდ, იმდენად სასტიკად მომექცნენ, რომ ბრძოლისთვის მზად ვიყავი. ახლა უკვე მესმის, შემდეგ ჯერზე როგორც მოვიქცევი.

ელექტროშოკერი საკმაოდ მტკივნეულია. გავიგე, რომ მისი ძაბვა 120 ათასი ვოლტია, სიმძლავრე კი – 10 ვატი. იმ ელექტოშოკერის სიმძლავრე, რომლის ტარება მოქალაქეებსაც შეუძლიათ, 3 ვატია. დუნდულები ახლაც მტკივა. თირკმელებშიც მირტყეს და ფეხებშიც”, – გაიხსენა ბლოგერმა.

მისი Instagram-აქტივობით ირკვევა, რომ ის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ერთ-ერთი ბოლო აქტივობით,  ციხეში მომხდარ ბუნტს იხსენებს:

„როცა მოვიდა ჩვენი გათავისუფლების დრო, გვითხრეს, რომ ცოტა მოგვეთმინა. შვიდი დღე ველოდებოდით კიდევ, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და  მასშტაბური ბუნტი მოვაწყეთ.

სამი საათის განმავლობაში ვურტყამდით კარებზე, რის შემდეგაც პირადად მოვიდა იზოლატორის უფროსი და გაგვათავისუფლა“

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved