• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება…“ – ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
12:37 10-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება. ყველა მეკითხება სიმპტომები როგორ დაგეწყო? ჰოდა აქ დავწერ კიდევ ერთხელ მოკლედ და თუ მაინც მკითხავთ, დავაკოპირებ ხოლმე ამ სტატუსს, რომ მეც ბევრი არ ვწერო:))

—პირველი სიმპტომი იყო უსიმპტომობა. ამიტომ დადებითი ხარო რომ მითხრეს შოკში ვიყავი.
—საღამოს ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი (ანუ ყლაპვის დროს რომ გტკივა – ეგ ტკივილი არა). ძალიან არ გავს ანგინას. უფრო ასეთი: ყვირილის, ან ბევრი მოწევის მერე რომ ყელი ჩაიხეხება – დაახლოებით ეგეთი. და მეგონა მეჩვენებოდა ისეთი სუსტი იყო.
—მაგრამ მეორე დღეს ეს “ჩახეხვა” გადავიდა “თოკის მოჭერაში”. მივხვდი რომ სიმპტომი დამეწყო. თავს მაღლა რომ ვწევდი თითქოს ვიხრჩობოდი, რის გამოც ვახველებდი. ასევე გამეჭედა ცხვირი მშრალად. მაგრამ მხოლოდ 1 დღე.
— მესამე დღეს მომცა სიცხემ. და წამოვიდა ხველა რასაც იწვევს ეს “თოკი” ყელში, რომელიც მერე და მერე გაძლიერდა და გაგრძელდა ბოლომდე . მე მგონია, რომ აი ეს უკანასკელი არის კოვიდისთვის ყველაზე, ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი.
—ჩვენ სურდო არ გვქონია. არც ჩვენს მეგობრებს (ბევრი მწერს ამას: “ცხვირიდან ჩამომდის და ყლაპვისას ყელი ძაან მტკივა” – ეს არ გვქონია ჩვენ, და არც ჩვენს მეგობრებს) მაგრამ (!) შეიძლება სხვებს ჰქონდათ ეს სიმპტომი.
—ლევანსაც ზუსტად ასე დაეწყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას უფრო სწრაფად უვლინდებოდა სიმპტომები (რაც ჩვეულებრივი გრიპისთვისაა დამახასიათებელი). მაგალითად ამ “ჩახეხვას”, ძაან მალევე მოყვა შემცივნება და სიცხე. და მეორე დღეს უკვე დანარჩენი სიმპტომები. მე7-8 დღისთვის უკეთ იყო. მე პირიქით. პირველი 5-6 დღე ვიყავი ძალიან მსუბუქი და ეს: ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, წელის, ფეხის, თავის საშინელი ტკივილი, დისკომფორტი გულ-მკერდი არეში, სპაზმური ხველა და ჯანდაბა წამოვიდა მე7 დღიდან;))

ორივეს გქვონდა ანთება.

და კიდევ, არ უყვარს კოვიდს პანიკა. ამას დანამდვილებით ვამბობ, საკუთარი გამოცდილებით. ამიტომ ძალიან შეეცადეთ მსუბუქად მიუდგეთ მაგ საძაგელს ❤️

ყველას ჯანმრთელობა. “ – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved