• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ალია ავტორი - ალია
23:53 09-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს  ერთიანობისთვის მებრძოლთა

ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ნაწილობრივ განახლდა  მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარიც. ორივე რეკრეაციული სივრცის ფართობი ჯამში 5 ჰექტარს შეადგენს.

განახლებული პარკი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები ყველა რაიონში და უბანში განხორციელდება.

„კიდევ ერთი პროექტი დასრულდა. რიგის პარკი მთლიანად მოწყობილი და განახლებულია. ძალიან მიხარია, რომ ამდენ კმაყოფილ ადამიანს ვხედავ. ეს სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენი დაპირება იყო, რომ მთლიანად იქნებოდა მოწესრიგებული. დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ შემიძლია გავხსნა ყველანაირად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული პარკი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა  საბაღე ფურნიტურა და სასმელი წყლის შადრევნები. რეკრეაციულ სივრცეს დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზრდა მწვანე საფარის მოცულობა. დაირგო  728 ძირი ხე და 486 ძირი ბუჩქი, 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი.

პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა მუსიკალური შადრევანი.

ამ ეტაპისათვის განხორციელებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 100 000 ლარს შეადგენს.

2022 წლისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ბულვარის დარჩენილი 2 ჰექტარის რეაბილიტაციასაც განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.

რიგის პარკში მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved