ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო, თუმცა, საქმე აღძრულია სულ სხვა მუხლით.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც შსს-ში აცხადებენს გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კომენტარები