• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამეგრელოში პოპულარულია გახარია”, “ბიძინასთვის გახარია მარადონაა”

ალია ავტორი - ალია
18:13 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში? რას ფიქრობენ ექსპერტები? ექსპერტები for.ge-ს ესაუბრნენ:

ექსპერტი, გელა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებისათვის სტრატეგიული გათვლები ჭირდება საკუთარი შიდა რესურსის კარგად გაანალიზებით და გადანაწილებით.

„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის დრო საიმისოდ, რომ მოიფიქრონ საბოლოოდ რომელი გუნდით ჩაატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებს. ვგულისხმობ როგორც სამთავრობოს, ასევე საპარლამენტოს და პარტიულ გუნდს – როგორ გადაწყდება, ვინ იქნება ლიდერშიპი, ვინ იქნება აღმასრულებელ სტრუქტურებში და ვინ იმუშავებს პარტიაში’’- ამბობს კვარაცხელია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამჟამად სამთავრობო ცვლილებები მომგებიანი არ არის მმართველი გუნდისთვის, რადგან პრემიერის შეცვლა არსებითი ცვლილებაა და ეს მოვლენა ისედაც ციკლებად მეორდება. არჩევნებისთვის კი ეს წამგებიანი ნაბიჯი იქნება. ოცნებას კი სერიოზული მუშაობა საპარლამენტო სიის განახლებაზე ესაჭიროება.

„ვინაიდან ლაპარაკია აღმასრულებელი ხელისუფლების განახლებაზე, რომელიც ტალღებად მეორდება და ხშირია – მეეჭვება, რომ არჩევნების წინ მომგებიანი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების განახლება. არის სიტუაცია, როდესაც იგივე შემადგენლობით უნდა გაიარო რთული მომენტი, რადგან ახალ შემადგენლობას თუ დააყენებ, მაშინ ძნელი გასაგები არ არის, რომ ეს არჩევნებისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნება. ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებათ საარჩევნოდ ასეთი ცვლილება. რაც შეეხება საპარლამენტო სიის განახლებას, ძალიან ფრთხილად, სტრატეგიულად და საფუძვლიანად არის გასაკეთებელი, ბევრი რამის გათვალისწინებით, ვინაიდან ბევრს მათგანს საერთოდ არ იცნობს ამომრჩეველი. ამიტომ, როგორი სახეებით დაკოპლექტდება ჯგუფი, აქ ნამდვილად არის სამუშაო. – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძეც მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ სამთავრობი ცვლილებები სარისკოა და განხეთქილების საშიშროებას ატარებს როგორც გუნდში, ასევე რთული შესაფასებელია რა რეაქციას გამოიწვევს ეს მოსახლეობაში. ზოგადად, ხშირი სამთავრობობო ცვლილებები კი სხვა ტიპის პრობლემებზე მიუთითებს, რომელზე მითითებაც ოცნებისთვის წინასაარჩევნოდ ასევე წამგებიანია.

„პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა ნიშნავს, რომ რაღაცა ისეთი ტიპის პრობლემებია, რომელიც მოითხოვს, რომ პრემიერები ასეთი სისწრაფით მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ამას მთელი რიგი უარყოფითი გავლენები მოჰყვება ხოლმე – არასტაბილურობის განცდა სახელმწიფო აპარატში და მოსახლეობაში და ა.შ. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებას ვერ მივიჩნევდი დადებით მოვლენად. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენებში გახარიას მიმართ არსებობს ძალიან გამოხატული სიმპათიები, ესეც გასათვალისწინებელი უნდა იყოს, მით უმეტეს არჩევნების წინ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გახარიას არც არაფერი დასცალდა. ცხადია მისი ცვლილება გამოიწვევს იმ ბრალდებების მწვავედ დაყენებას, რომელიც აქამდე ჟღერდებოდა, კერძოდ ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ. გაუგებარია რატომ უნდა მიდიოდნენ ასეთი სისწრაფით პრემიერები, რომლებიც პირველი პირები არიან ამ ქვეყანაში? წესით მმართველ გუნდს ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა აწყობდეს“, – ამბობს მანჯავიძე.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის განახლების საჭიროება აქვს, რადგან საპარლამენტო შემადგენლობა მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა პოპულარული პრემიერმინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლა არამომგებიანია. ექსპერტის აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. არჩევნებამდე კი აღმასრულებელი ხეულსუფლების ცვლილება დადებითი ეფექტის მომტანი არ არის.

„ვიცი, როგორი განწყობაა სამეგრელოში, საკმაოდ პოპულარულია გახარია, მისი შეცვლით ამხელა რეგიონის განაწყენება, მით უმეტეს არჩევნების წინ, არ უნდა იყოს მომგებიანი“ – მიიჩნევს ექსპერტი.

„თუ ოცნება“ აპირებს განახლებას, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს იდეოლოგიურ საფუძველზე განახლება – მან უნდა ჩამოიშოროს ის ლიბერალები, რომლებიც პირდაპირ ვთქვათ, რომ მოსახლეობაში არ არიან პოპულარულები. ასევე, გადახედილი უნდა იქნას ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც თავს მოახვიეს“, – ამბობს ირაკლი გოგავა.

გოგავას თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრემიერ გახარიას რეალური პოლიტიკის გატარების საშუალება არ ეძლევა მედიისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ ქვეყანაში გამუდმებით დაძაბული რეჟიმის შექმნის გამო და ფორსმაჟორში უწევს მუშაობა, ის ერთობ პოპულარულია მოსახლეობაში და კონკრეტული ჯგუფების მაღალი მხარდაჭერა აქვს, რასაც კვლევებიც ადასტურებს.

„კვირიკაშვილის და თუნდაც ბახტაძის ფონზე, ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია არის მარადონა“,– ამობს გოგავა. ექსპერტი არ აკონკრეტებს ეს ასოციაცია იმ ფაქტით ხომ არ არის შთაგონებული, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს თანაგუნდელები პელეს ადარებდნენ.

for.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved