ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. ყველაზე დიდი ზიანი რეგიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა, სადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი. წყალდიდობამ ასევე დააზიანა მაზანდარას უბანში მდებარე დროებითი ასაწყობი ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი.
არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. მისი განმარტებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება.
კომენტარები