სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ თანამშრომელი, უფროსი ექთანი ქალბატონი იმედო ღვინჯილია.
სამედიცინო ცენტრმა დაკარგა საუკეთესო თანამშრომელი, საუკეთესო მეგობარი და დიდი ადამიანი. მოსიყვარულე და მზრუნველი, მაგალითი ბრძოლისუნარიანობის და სიცოცხლის სიყვარულისა“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
კომენტარები