სამების საკათედრო ტაძარში, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მივიდნენ.
სამებაში იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარნომადგენლები.
ტაძარში ამ დროისთვის სამგლოვიარო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.
93 წლის ასაკში გარდაცვლილ პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.














კომენტარები