სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს შოვში – სტიქიის ზონაში 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია. ორი ადამიანის ვინაობას ექსპერტიზა დაადგენს. მაშველები ოთხ დაკარგულს ისევ ეძებენ. საძიებო არეალი გაფართოებულია და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, ასევე სტიქიის ეპიცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
კომენტარები