• რეკლამა
  • კონტაქტი
04:38, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამარცხვინო ადამიანები!!!… სოლიდური თანხა მოსთხოვა შვილის გადარჩენის სანაცვლოდ – ნუგზარ სულაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:31 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,სამარცხვინო ადამიანები!!!

რამდენიმე საათის წინ უცნობი ქალბატონი დამიკავშირდა საქართველოდან, რომელსაც 18 წლის ქალიშვილი ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული.

ბუნებრივია, ასეთი სატელეფონო ზარები ჩემთვის უცხო არ არის, რომ არა აღშფოთებული დედის უცნაური ხვეწნა მუდარა…

ქალბატონი მეუბნება, რომ გაყიდეს სახლი და სამკურნალო თანხა ბოლომდე ვერ შეაგროვეს.

ამიტომ საგარანტიოდ მთავაზობს მიწის ნაკვეთს, რადგან დრო არ ითმენს და ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.

ვუსმენ გაოგნებული და ვერ ვხვდები ვერაფერს. ვთხოვ განმარტებებს და ვუსვამ შესაბამის კითხვებს…

აღმოჩნდა, რომ ჩემთან შუამდგომლობაში, ერთ ერთმა ჩემმა შორეულმა ნათესავმა ისარგებლა მომენტით და ოჯახს მოსთხოვა სოლიდური თანხა შვილის გადარჩენის სანაცვლოდ.

თავად ” ნათესავი” რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ახლო მეგობრის ოჯახს სჭირდებოდა დახმარება, რაზედაც ჩემგან თანხმობა მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყველას გაფრთხილებთ: ჩემი კოორდინატები კომუნიკაციისთვის საჯაროა. არავის არ გჭირდებათ შუამავალი. მე და ჩემი ფრანგი კოლეგები უფასოდ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და სანაცვლოდ არ ვიღებთ არანაირ გასამრჯელოს.

ეს ერთად ერთი საშუალება მაქვს უცხო ქვეყნიდან, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გავუწოდო დახმარების ხელი და ვიღაც გარეწრები ხელის მოთბობაზე ფიქრობენ!

ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო ადამიანი, სოლიდური თანხა გამოსძალო ვინმეს, გამოუშვა ჩემთან და იმის იმედი გქონდეს, რომ ეს ჩემს ყურამდე არ მოვა?!”

თეგები: ნუგზარ სულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved