• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამართალდამცავებს მივმართავ, დროულად გამოიძიონ”სტრატეგია აღმაშენებელზე” განხორციელებული ძალადობის ფაქტები, როგორც ჩანს ვიღაცას ჩვენი მზარდი რეიტინგი აღიზიანებს” – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
00:53 09-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერი თეონა აქუბარდია სამართალდამცავებს მიმართავს დროულად გამოიძიონ პარტიაზე  განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტები, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ეს განპირობებული იყოს “სტრატეგია აღმაშენებლის” მზარდი რეიტინგით, რამაც მოქმედი მთავრობა გააღეზიანა და სპეციალური ჯგუფების გამოყენებით ახდენენ მათი სარეკლამო მასალების დაზიანებას.

„უშაკოვის ქუჩაზე  დააზიანეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბანერი. ნაცვლად იმისა, რომ  მერიის სამსახური კანონით დადგენილი წესით ახორციელებდნენ თავიანთ უფლება-მოსილებას და ახდენდნენ ასეთი ქმედებების ჩამდენი პირების დაჯარიმებასა და გამოვლენას, ისინი აჯარიმებენ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. ამ ფონზე უმოქმედოდ არის  პოლიციაც, იმის ნაცვლად რომ იძიებდეს  ანალოგიურ დანაშაულებებს.  ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პოლიციას  ვანდალიზმის  ფაქტებზე, ჯერჯერობით არც ერთი საქმე არ არის  გამოძიებული. შესაბამისად, ეს არის  კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ  მიტანილი იერიში. როგორც ჩანს  მათ აღელვებთ ჩვენი მზარდი  რეიტინგი და ეს იერიშებიც სწორედ ამით არის განპირობებული. ჩვენ კიდევ ერთხელ  მივმართავთ  როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე  პოლიციას თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული. პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ასეთ ფაქტებზე. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ  სამწუხაროდ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ დაკავშირებით როგორც ჩანს  გაღიზიანებულია კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩვენს პლაკატებს მიზანმიმართულად  უკვე არაერთგზის აზიანებს და ამით ცდილობს, რომ დაგვიპირისპირდეს. ამის მიუხედავათ რა თქმა უნდა  ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და მოვითხოვთ რომ კანონის სიმართლით დაისაჯოს ყველა ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს  ახორციელებენ და არღვევენ კანონს“ – აცხადებს  თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved