• რეკლამა
  • კონტაქტი
12:49, კვირა, 3 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამაჩაბლოდან დაიწყება საქართველოს გაერთიანება“ – მკურნალი ერგნეთიდან, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

ალია ავტორი - ალია
16:00 08-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

“კვირა” ავრცელებს მკურნალთან და ქველმოქმედთან, ანზორ ჩლაიძესთან ინტერვიუს. იგი სოფელ ერგნეთში ცხოვრობს და მან, მედიის თქმით, პანდემიაც იწინასწარმეტყველა:

– ერგნეთში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში ძალიან უცნაური ვიყავი, რაღაც შეუცნობელს ვგრძნობდი, რომ ადამიანებს უნდა დავხმარებოდი. მინდოდა ადამიანების სიყვარული გამომეხატა და დღემდე მომდევს ეს სიყვარული.
ასევე, მიყვარდა ბუნებასთან ურთიერთობა, მოხუცები, ვეხმარებოდი, თუ რაიმე სჭირდებოდათ. უფროს თაობაზე ვზრუნავდი და დღემდე მომდევს უფროსების პატივისცემა.
დავამთავე თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის ექსპერიმენტალური ჯგუფი, შემდეგ ჩავაბარე გორკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მაგრამ ვეღარ წავედი სასწავლებლად, რადგან უკვე მკურნალობას ვიწყებდი.


– როგორც ვიცი, ამ დროს უწმინდესს შეხვდით და პირველმა შეხვედრამ შეცვალა თქვენი ცხოვრება….


-1988 წელს, ვიყავი უწმინდესთან, ყველაფერი მოვუყევი, ხილვა რომ მქონდა. მითხრა, ეკლესიაში წავსულიყავი, მემარხულა, ვზიარებულიყავი და ეკლესიურად მეცხოვრა. ვერცხლის ჯაჭვი და ჯვარი მაჩუქა. შევასრულე. აგვისტოს ომის დროს სახლი დაიწვა, ეს ჯვარი კი გადარჩა.
31 წელია ვარ აღმსარებელი და ვეზიარები.
სვეტიცხოველში დავდიოდი, შემდეგ – ურბნისში და ახლა ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარში დავდივარ.


– პირველი პაციენტი… როგორ დაიწყეთ მკურნალობა?

– უფლის სადიდებელი – საღმრთო გადავიხადე და პირველი პაციენტი 1989 წლის 28 ნოემბერს  მივიღე. პირველ  პაციენტს ბრონქიალური ასთმა ჰქონდა. ჩემ მიერ დამზადებული ბალახებით ვუმკურნალე, უფლის ნებით მომეცა 7 ბალახი, რომლის შენაერთებით მზადდება ნაყენი და ეძლევა პაციენტებს.
ყველა სახის პაციენტი შემოდის, უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, მაგრამ უფლისგან უნდა დამერთოს ნება, რომ ვუმკურნალო, მაქვს ხილვები და წინათგრძნობა.
პაციენტი რომ მოდის, ვსაზღვრავ, შემიძლია თუ არა დამხარება და იმის მიხედვით ენიშნება სათანადო მკურნალობა.
აგვისტოს ომის დროს ერთი წლის განმავლობაში ურბნისში გადავედი დროებით და იქ ვაგრძელებდი ჩემს საქმიანობას. 31 წელიწადია ერგენთში ვმოღვაწეობ. აქედან  არც გავალ არსად. ჩემთვის ეს ადგილი დედის საფლავის შემდეგ წმინდა ადგილია. მარტოც რომ დავრჩე, აქედან არსად  წავალ.


– რაზე თქვენი მკურნალობის მეთოდი დაფუძნებული…


– ჩემი მკურნალობის მეთოდი დაფუძნებულია ადამიანების სიყვარულზე, ყოველი პაციენტი თავისებურად საინტერესოა. 31 წლის მანძილზე უდიდეს მიღწევად მიმაჩნია მე-4 სტადიის კვანძოვანი სიმსივნური ჩიყვის განკურნება. ასევე ერთ-ერთ ქალბატონს საშვილოსნოზე ჰქონდა მე-4 სტადიის სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.
მამუკა ქვრივიშვილს და  ნინო სუსუნიაშვილს  13 წლის მანძილზე შვილი არ ჰყავდათ, ჩემთან მოვიდნენ და უფლის ნებით ორსულობა მოხდა, ველოდებით პატარა მარიამს.


– თქვენ ნაწინასწარმეტყველები ხშირად ახდა…


– მე ვაფრთხილებდი სააკაშვილის მთავრობას, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ მთელი ნახევარი საქართველო ცეცხლის ალში გაეხვეოდა და ეს ხეობა ნაცარტუტად იქცეოდა. არავინ დაიჯერა.
მინდა ხმამაღლა ვთქვა – სამაჩაბლოდან დაიწყება საქართველოს გაერთიანება, ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი.
დეკემბერში დავურეკე ციცინო ბაბუციძეს, დედაღვთისმშობელმა მითხრა, ზამთარმა ჩაიცვა ზაფხულის კაბა, ზაფხულმა – შემოდგომისაო. მართლა ასე მოხდა – ზამთარი თბილი იყო, გაზაფხული – ცივი.
კიდევ, ვიწინასწარმეტყველე, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვიდოდა, მართლა გადმოვიდა.
11 სექტემბრის ტერაქტსაც წინასწარ ვგრძნობდი – ეს ყველაფერი დაწერილი და დაფიქსირებულია.


– პანდემიაც იწინასწარმეტყველეთ…


– დიახ, ვთქვი, რომ მთელი მსოფლიო ჩაიკეტებოდა ერთი წლით. ეს მალე მოხდებოდა. ჩაკეტვის მიზეზი იქნებოდა გლობალური არეულობები. მაშინ მსოფლიო ერთ დიდ გალიას დაემსგავსება-მეთქი, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ეს იქნება დროებითი მოვლენა.


– აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულების ხსოვნის დღე დააწესეთ და მემორიალი დადგით. ახლახან ერგნეთში მეთერთმეტედ აღინიშნა ეს დღე… 

– ბავშვობიდან მიყვარდნენ სამხედრო ბიჭები. როგორც რიგით ქართველს, მინდოდა ჩემი ვალი მომეხადა მათი ხსოვნის წინაშე.
2006 წელს ნიშა დაიდგა, 2009 წლიდან კი ეს ღონისძიება აღინიშნება. ივლისის ბოლო კვირას, ტრადიციად დამკვიდრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილი ბიჭების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღის აღნიშვნა.
ყოველ წელს ჩამოდის უწმინდესის მგალობელთა გუნდი და პანაშვიდი აღესრულება. საზღვრისპირა სოფელია, ნაცარტუტად იყო ქცეული აქაურობა. ამ მემორიალიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა ე.წ. ხელოვნური საზღვარი, საოკუპაციო ხაზი.  150 ოჯახამდე დაუბრუნდა თავის საცხოვრისს, თუმცა სრულად – არა, რადგან შიშის ფაქტორი მაინც არსებობს. 500 მეტრშია საზღვარი.
ხსენებული მემორიალი სკოლის ეზოშია. ყოველწლიურად, ივლისის ბოლო კვირას, სკოლის ეზოში იკრიბება უამრავი სტუმარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ერგნეთელები ხომ თავისთავად მოდიან.
ხსოვნის დღე 2009 წელს პირველად აღინიშნა ერგნეთში. წლეულს კი პანდემიის გამო მეთერთმეტე ღონისძიება მოკრძალებულად გამოიყურებოდა.
სოფელში არის რამდენიმე ეკლესია, დედაღვთისმშობლის ტაძარი, წმინდა ბარბარეს ნიში და მთავარანგელოზის ტაძარი.


– ოჯახი… ინტერვიუში ამბობთ, რომ მეუღლის შერჩევაშიც უფლის ხელი ერია…


– დიახ, უფლისგან მიმეთითა, იგი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან, ავადმყოფს მოყვა. ნინო უფლის საჩუქარია, 1997 წლის 7 ივნისს ვიქორწინეთ.
მეუღლე – ნინო რუსიშვილი პროფესიით იურისტია. მყავს ორი შვილი – მარიამ და გიორგი ჩლაიძეები, მარიამი 22 წლისაა,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი საჯარო მმართველობის კუთხით დაამთავრა, 15 წლის გიორგი ჯერ სკოლაში დადის. ხალხურ საკრავებზე უკრავს.
– ჰობი…
– სანამ ვიცოცხლებ, ვუთხრა ადამიანებს, რომ მე მიყვარს ისინი. ვაჟა-ფშაველა ჩემი უსაყვარლესი პოეტია. მან ბუნება კიდევ უფრო შემაყვარა…
– ახლახან გამოიცა წიგნი „უსაზღვრო სული“, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. წიგნის ავტორი და შემდგენელია ციცინო ბაბუციძე…
– წიგნში დაწვრილებით არის მოთხრობილი ჩემს საქმიანობაზე და გამოქვეყნებულია სამადლობელი წერილები. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო წიგნის შექმნაში, ქალბატონებს: ციცინო ბაბუციძეს და მზია ხეთაგურს, ტექნიკურ რედაქტორს, ქალბატონ დალილა დოიჯაშვილს.

წყარო – კვირა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved