• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სალონში 100 ლარს ტოვებთ, და ექიმთან 50 ლარის გადახდა არ გინდათ! გაჭირვებისას იმ ექიმს მიაკითხავთ, ვისაც ახლა განიხილავთ” – ექიმის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:52 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ექიმი დერმატოლოგი ნატა კორსანტია სოციალურ ქსელში წერს:

„ქართული საზოგადოება, რომელიც გუშინ ექიმებს ტაშს უკრავდა, დღეს ხელს იშვერს და მორალს უკითხავს!

საზოგადოება, რომელიც თვითონ 100 კაციან სელფებს იღებს დენდროლოგიური პარკიდან, კილომეტრიან საცობებს ქმნის, და ღია ცის ქვეშ 50 ექიმის შეკრება უკვირს!

საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ლაივ ვიდეოებს დებს ბათუმის გადაჭედილი დახურული კლუბებიდან და ფანჩატურში კონფერენცია აწუხებს!

ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს ექიმს, სად იყოს, სად იმუშაოს, როგორ იმუშაოს, სად დაისვენოს, როგორ დაისვენოს, ან საერთოდ დაისვენოს კი?

საზოგადოება, რომელიც სალონში 100 ლარს ტოვებს, და ექიმთან 50 ლარის გადახდა არ უნდა! საზოგადოება, რომელიც თვითონ მშვენივრად ისვენებს გადაჭედილ სასტუმროებში, ბასეინების გარშემო ნებივრობს და ექიმებს დასცინის, გასარუჯად წავიდნენო!

საზოგადოება, რომელიც ვერ წავიდა „ევროპებში“, ვერ დაჩექინდა, ნიუზ ფიდსი გაუცარიელდა და მიზეზს ეძებს ცინიკური, მაგრამ აქტუალური პოსტი დადოს, მერე რა, რომ არც იცის რეალურად რა ხდება!

საზოგადოება, რომლისთვისაც 400 ექიმი უფრო შოკისმომგვრელად ჟღერს, ვიდრე რეალური 100!

საზოგადოება, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს, გაჭირვების დროს სწორედ იმ ექიმს მიადგება, რომელსაც დღეს ასე ლამაზად განიხილავს.

სურათზე ჩაქვის კონფერენცია, ბოდიში, 400 ექიმი ვერ ჩავტიე“

ნატა კორსანტია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ კონფერენცია პირბადის გარეშე ტარდება.

შეგახსენებთ, დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ონლაინ უნდა ტარდებოდეს ექიმებმა მაგალითი უნდა მისცენ მოქალაქეებს, ამიტომ ქალბატონმა ნატამ ასეთივე წარმატებით შეიძლება ჯანდაცვის მინისტრსაც უპასუხოს წერილით და აუხსნას, რომ ოდესმე იქნება, ჯანდაცვის მინისტრსაც დასჭირდეს დერმატოლოგი.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved